უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

კალაძეს არ აქვს არანაირი პასუხი იმაზე, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი - გოკა გაბაშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერი, კახა კალაძე არ აპირებს დღეს საკრებულოში მისვლას, სადაც მის მიერ წარდგენილი დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები უნდა დაამტკიცონ.

როგორც გოკა გაბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კალაძეს იმ კითხვებისგან თავის არიდება სურს, რომელიც მის მიერ შერჩეულ მთავრობის წევრებს ეხება.

,,კახა კალაძე დღეს საერთოდ არ მოვა თბილისის საკრებულოში. თბილისის საკრებულოში მთავრობას წარადგენს ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მისი მოადგილე, ბატონი ხმალაძე, რომელთანაც არანაირი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გასაოცარია, როდესაც თბილისის მერისა და საკრებულოს ურთიერთობა ასე იწყება.

ეს მიანიშნებს ერთადერთ რაღაცაზე, კალაძეს არ აქვს არანაირი პასუხი იმაზე, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი“, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

თავის მხრივ, როგორც საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, კალაძეს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება პირადად გამოცხადდეს საკრებულოში და უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები.

,,ამას ითვალისწინებს პროცედურა, რომ მერი ოფიციალურად წერილობით წარადგენს საკრებულოში კანდიდატებს, თანამდებობის პირებს, ხოლო მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ეს არის ნორმალური პროცესი. თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ ფაქტს, როცა თანამდებობის პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან “, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი