პოლიტიკა
კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს - ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის „ინტერის“ ფორმა მიიტანა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერისთვის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა.
ხაბეიშვილის განმარტებით, კახა კალაძე, რომელიც ადრე იტალიურ კლუბ „მილანში“ თამაშობდა, თბილისელებს უყურებს, როგორც მილანის „ინტერს“.
„თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ის სულ ხალხის წინააღმდეგ არის. დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო – ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა, „მილანი“ და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებული. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს. თბილისელები „ინტერის“ ფეხბურთელები არ არიან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მასსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრ გიორგი მუსხელიშვილს შორის. ამასთან, ხაბეიშვილს უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„უნიჭოდ გამოგივიდა, ლევან. ფეხბურთს მაინც ვითამაშებ და ქართველი ხალხის სახელით გავიმარჯვებ კიდეც და გოლსაც გავიტან. ამიტომ გამოგართვი ეს ფორმა, რადგან ამ უნიჭო სპექტაკლებისთვის არ უნდა გამოიყენო ეს ტრიბუნა“, – მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


