სამართალი
კახეთში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
კახეთის სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობით მოათავსა.
ექიმის თქმით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა და ის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება.
როგორც მედიანიუსს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


