პოლიტიკა
კახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო ჩვენი ყურადღების ინტერესს წარმოადგენენ - სულხან სალაძე
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თვამჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, თუ კოორდინატორებს აქვთ სიები, სადაც მითითებულია ამომრჩევლების პირადი ნომრები, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს.
„ჩვენ მეორე ტურთან დაკავშირებით ვსაუბრობთ არა მხოლოდ კოორდინატორების მონაწილეობაზე, არამედ ვსაუბრობთ შემთხვევაზე, როცა დამკვირვებლები ან კომისიის წევრები ხედავენ ღია ბიულეტენს, როცა გამოდის ადამიანი საარჩევნო კაბინიდან, თუ ვის მისცა ხმა. როგორც ჩანს, ესაა ერთგვარი შეთანხმებული სტრატეგია, როდესაც კოორდინატორი ახდენს ამომრჩევლის მობილიზებასა და მოყვანას უბანზე , ხოლო კონკრეტული პირები, რომლებიც იმყოფებიან უშუალოდ ხმის მიცემის ოთახში, ისინი აღრიცხავენ , ვინ მისცა კონკრეტულმა პირმა ხმა.
კოორდინატორებს რა ინფორმაცია გააჩნია, საიდან აქვთ მიღებული ეს ინფორმაცია, ესაა ერთი საკითხი, მაგრამ თუ მათ გააჩნიათ სია, რომელშიც დაფიქსირებულია პირადი ნომერი, ეს ცხადია ნიშნავს, რომ მათ აქვთ სია, რომლის უფლება მათ არ გააჩნიათ. ჩვენც გაგვაჩნია სიები, ოღონდ ეს ის სიები, რომლებიც ოფიციალურად ცესკომ მოგვაწოდა და ეს სიები, რაც ჩვენ გვაქვს, იქ არ ნახავთ პირად ნომრებს“, - განაცხადა სალაძემ.
სალაძის თქმით, დარღვევებისა და საჩივრების მხრივ გამოირჩევიან კახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო.
„როგორც საჩივრების, ასევე დარღვევების გეოგრაფია მოიცავს მთელ საქართველოს, თუმცა ყველაზე მეტი აქცენტი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს, ესაა კახეთი, , ქვემო ქართლი - გარდაბანი და მარნეული, კახეთში განსაკუთრებით ესაა გურჯაანი. დღის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით ახმეტის მაგალითებზე, ასევე სამეგრელოც - ხობი, ზუგდიდი არის ჩვენი ინტერესის სფერო, სადაც შეინიშნება არაერთი შემთხვევა“, - აღნიშნა სალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


