პოლიტიკა
კახა კუკავა თბილისის მერს მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებას ურჩევს
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, კახა კალაძე თბილისის რელობას ძალიან დაშორებულია. ის დედაქალაქის მერს თბილისის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებას ურჩევს.
კახა კალაძე, რომელიც სერიოზულად გესაუბრება იმაზე, რომ ღამის 03:00 საათზე სტუმრებმა ვერ მიირთვეს „შტრუდელი“ რუსთაველის გამზირზე, ძალიან დაშორებულია თბილისის რეალობას. ეს ფაქტი ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად მაღალი გაუცხოების ყრუ კედელია აღმართული ჩვენს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის,“- განაცხადა კუკავამ.
კუკავას თქმით, დედაქალაქი სხვა პრობლემებით ცხოვრობს - თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს არის სიღარიბის ზღვარზე და ის რომ ამ პრიზმაში უყურებეს საკითხებს, ისაუბრებდა არა ღამის ეკონომიკის, არამედ მცირე მეწარმეობის განვითარებაზე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


