პოლიტიკა
კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პრეზიდენტობის კანდიდატობა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შესთავაზა.
რაც შეეხება ფაქტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად პარტიამ უკვე კახა კუკავა წარადგინა, კუკავამ განაცხადა, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია.
„რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ განაცხადს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რათა ბლანკები აიღო და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს იურიდიული პროცედურაა“, – განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე პარტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის დიდი ალბათობით თავად კახა კუკავა იბრძოლებს.
„საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კუკავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატადაა წარდგენილი და განაცხადი ცესკო-ში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ წარადგინა.
ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


