პოლიტიკა
კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმების გადათვლას ითხოვენ
საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდის ოლქში უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. ბლოკის ინტერესებს პროცესზე წარმოადგენდნენ კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბლოკმა პროცესზე მიიყვანა მოწმე, რომელიც როგორც ადასტურებს, რომ მთაწმინდის N13 უბანზე ხმა მისცა „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს“, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბლოკს უწერია 0 (ნული) ხმა.
„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ინდორმაციით, ამას გარდა, ოქმებში აღმოჩენილია არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


