პოლიტიკა
კახა კალაძის თბილისის მერად წარდგენა მთაწმინდის პარკში მოხდება
თბილისის მერად კახა კალაძის ოფიციაილური წარდგენა მთაწმინდის პარკში, საღამოს 20:00-ზე მოხდება.
პარტიის კანდიდატს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
ამჟამად პარკში შესაბამისი სამზადისი მიმდინარეობს: სცენის დამონტაჟება, კამერების დაყენება, ხმის შემოწმება და სხვა ტექნიკური სამუშაოები.
ვაკის პარკში კალაძის მეგობრები, სპორტსმენები იმყოფებიან.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კალაძეს აქვს უნარი იყოს წარმატებული არა პიროვნულაად, არამედ გუნდთან ერთად.
„ის არის ჩემი აზრით ადამიანი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი შრომის უნარი , აქვს სურვილი, რომ სულ იყოს წარმატებული და არასდროს არ ფიქრობს, რომ თვითონ იყოს წარმატებული. მის ინტერესებშია ყოველთვის, რომ გუნდი იყოს წარმატებული და ყოველთვის აღწევს ამ წარმატებას. ის არაჩვეულებრივი ენერგიის მქონე ადამიანია და ზუსტად ასეთი მერი სჭირდება დღეს ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება, მართლაც საამაყო ყველა ჩვენთაგანისთვის“,-აღნიშნა კობიაშვილმა.
თვითმმართველობებისა და მერების არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების ზუსტი თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გახდება ცნობილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


