პოლიტიკა
კახა კალაძემ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
„უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების წარდგენისას განაცხადა.
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა სია ასე გამოიყურება: მერიის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ვლადიმერ ჭიღლაძე, იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე, საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნუგზარ ჭონქაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრეა ბასილაია.
დღეს კახა კალაძემ ასევე წარადგინა თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


