პოლიტიკა
კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი - ირაკლი კობახიძე
კახა კალაძემ თავისი14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძე არის ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს.
„14 წელია, კახა კალაძე არის უმაღლეს პოზიციებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს. კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არც ერთი სხვა ვერსია. როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თავად იყო მზად, მესამედ ეყარა კენჭი მერობის კანდიდატად, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


