უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 სექტემბერი, 2025 21:38
font-size

კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარუდგინა.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, წარმატებული, საქმიანი და გამოცდილი გუნდი მზად არის, ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.

„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს თბილისს და თბილისელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს.

ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თითმმართველობის არჩევნები, საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის! გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიას, ასე დაკომპლექტდა:

1. შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9. ბექა ოდიშარია
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლალი კოლომიკოვი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი