პოლიტიკა
კახა კალაძე უარყოფს, რომ გუდიაშვილის მოედნის პროექტის განსახორციელებლად კომპანია ტენდერის გარეშე შეირჩა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე განთავსებულია ისტორიული შენობა-ნაგებობები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოები, რაც გათვალისწინებული იქნება.
,,გუდიაშვილის მოედანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება და ჩატარება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი ასევე ტენდერის გარეშე კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და კონკრეტული კომპანიის შერჩევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩვენ გავაკეთებთ ფასთა გამოკითხვას და შესაბამისად შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


