პოლიტიკა
კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმირის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერათ ალბაირაქს შეხვდა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
,,აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი.
წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით’’, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


