პოლიტიკა
კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში იმყოფებოდა
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე მეორე ავტობაზაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.
დედაქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„დავათვალიერეთ არსებული ავტობაზა. ზოგადად, ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. საზოგადებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც უნდა გავხადოთ. მომდევნო წლების განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას ვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 143 ავტობუსი, რომელიც თბილისის მერიამ დედაქალაქში შემოიყვანა, მისასალმებელია, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის.
„შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, ყვითელი ავტობუსების პარკი ჩანაცვლდეს“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა მანამდე, აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. დიდ დიღომში მდებარე ავტობაზამდე კი, კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


