პოლიტიკა
კახა კალაძე 50 მილიონი ლარის ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გაფორმებას ითხოვს - ლევან ხაბეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მერია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შესაბამისი განკარგულება დედაქალაქის მერმა გამოსცა და დოკუმენტი ქვეყნის პრემიერს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.
,,კალაძე ითხოვს 50 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმოს ტენდერის გარეშე, რაც არის ნარმანიას დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. იმით, რომ ტენდერს არ ატარებს კალაძე, დედაქალაქის მოსახლეობამ უკვე იზარალა 5 მილიონი ლარი.
ამ თანხით შეიძლებოდა 4500 პედაგოგებისთვის 100 ლარიანი დანამატის გაკეთება ერთი წლის განმავლობაში, ას ლარიანი ვაუჩერი მიეცათ 50 ათასი პენსიონერისთვის, ამ თანხით შეიძლებოდა 10 ათასი სტუდენტისთვის 500 ლარიანი სტუდენტური დასაქმება. ნაცვლად იმისა, რომ თბილისელებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა, ვხედავთ ისევ კორუფციას, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებას, შემდეგ ვინ ღებულობს ამ ტენდერს ვხედავთ, ამას იღებენ ,,ქართული ოცნების“ წევრები,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, განკარგულებას ხელი არ მოაწეროს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


