უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2017 16:45
font-size

კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ. მინისტრმა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, ყურადღება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელების დანერგვაზე გაამახვილა. მისი თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა, 24 000-დან 9 350-მდე. მან იმედი გამოთქვა, რომ პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის გამოყენების გაფართოება მსჯავრდებულთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ კუთხით, მინისტრმა შინაპატიმრობის დანერგვის საკითხს გაუსვა ხაზი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე, მისი გამოყენება მხოლოდ არასრულწლოვანთათვის ხდებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა, ასევე, შესაძლებელი იქნება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ.

გარდა ამისა, კახა კახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი სიახლის შემოღებაა დაგეგმილი, მათ შორის მთავრობა მუშაობს შინაპატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის დანერგვაზე, რაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა რაოდენობას შეამცირებს.

CEP-ის პრეზიდენტის ჯერი მაკნელის განცხადებით, საქართველო რეგიონში პრობაციის ევროპული ქსელის მნიშვნელოვანი და მთავარი პარტნიორია. მან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები. მისი თქმით, საქართველომ ძალიან მოკლე დროში განავითარა პროფესიონალური და მაღალი სტანდარტის პრობაციის სისტემა.

პრობაციის ევროპული კონფედერაცია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობენ. ამასთან, CEP-ის საერთაშორისო კონფერენცია 2019 წელს საქართველოში ჩატარდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლიაც ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული სოციალური საწარმო და ქვემო ქართლის პრობაციის ახალი კონცეფციის ბიურო დაათვალიერა. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ მონიტორინგის ცენტის მუშაობას, საიდანაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობა აღსრულდება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი