უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2017 18:50
font-size

კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზი-სმიტს უმასპინძლა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, „არაღიარების პოლიტიკის“, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა ძირეული რეფორმები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, 40-მდე კანონში ცვლილებები შევიდა და მინისტრის 350-ზე მეტი ბრძანება გამოიცა.

მინისტრმა ისაუბრა „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც. კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ. მნიშვნელოვანია სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება და შინაპატიმრობის, როგორც სასჯელის ალტერნატიული სახის დანერგვა ახლა უკვე სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც.

„სამინისტრო განაგრძობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მშენებლობის მიზნით. სამინისტროს ინიციატივაა 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკისათვის შესაბამისი პროგრამებით, რომლებიც საზოგადოებაში მათ
სრულფასოვან ინტეგრირებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ჯასტინ მაკენზი-სმიტს განცხადებით, სამომავლოდ გამოცდილებათა გაზიარების უზრუნველსაყოფად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორიელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, მჯერა, რომ საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე მეტყველებს, ის, თუ როგორ ექცევა ქვეყანა მსჯავრდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელთაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე,“ - აღნიშნა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა.

მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი