უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აგვისტო, 2018 15:40
font-size

კახა ბექაურის ოჯახი წლის განმავლობაში ერთ მილიონ ლარამდე ანაზღაურებას იღებს - გივი თარგამაძე

ბატონი ბექაური კიდევ ერთხელ, მერამდენედ, შეეცდება კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გზით, დაუბრკოლოს მუშაობა თავისუფალი ბიზნესის წარმოება დამოუკიდებელ ტელევიზიებს, - განაცხადა ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გივი თარგამაძემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის შესახებ საუბრისას.

თარგამაძემ კახა ბექაურის და მისი მეუღლის შემოსავლებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბექაური თავისი გადაწყვეტილებით, პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

"ევროპული საქართველო" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსება აეკრძალათ.

„დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ-მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, მისი ხელმძღვანელი, ბატონი ბექაური კიდევ ერთხელ, მერამდენედ, შეეცდება კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გზით, დაუბრკოლოს მუშაობა, თავისუფალი ბიზნესის წარმოება დამოუკიდებელ ტელევიზიებს და თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობა ოპოზიციური პოლიტიკურ ორგანიზაციებს და რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმ მიზნებთან, რასაც უსაზღვრავს კანონი მარეგულირებელ კომისიას და ემსახურება ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კახა ბექაურმა წლის განმავლობაში მიიღო პირდაპირი ანაზღაურება 234 ათასი ლარის ოდენობით. თარგამაძის თქმით, გარდა ბექაურისა, მისმა მეუღლემაც წლის განმავლობაში სოლიდური ანაზღაურება მიიღო.

როგორც ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა აღნიშნა, ბექაურის ოჯახი წლის განმავლობაში ერთ მილიონ ლარამდე ანაზღაურებას იღებს.

„ბიძინა ივანიშვილი, მისდამი, ასე ვთქვათ, პირადი მსახურობის სანაცვლოდ, კახა ბექაურის ოჯახს აძლევს საშუალებას, გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან, წლის განმავლობაში მიიღოს მილიონამდე ლარი შემოსავალი,“ - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი