პოლიტიკა
კადრების ცვლილებით ქვეყანა ამ კრიზისიდან ვერ გამოვა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა.
„არათუ ქვეყნის განვითარების გეგმა არ აქვს, ისეთი არეულობა აქვს „ქართულ ოცნებას“, თვითონაც ვერ გარკვეულან, ვინ, სად და როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კრიზისი.
ასე უბრალოდ კადრების ცვლილებით ქვეყანა ამ კრიზისიდან ვერ გამოვა და აუცილებელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიცვალოს“, -დასძინა ჭიაბერაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


