სამართალი
ყადაღა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომელიც აუქციონზე გაიყიდება - ე.წ. ცენტრ პოინტის საქმის ადვოკატი
ე.წ. ცენტრ პოინტის საქმეზე ბრლადებულების ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, ისინი მზად არიან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერონ, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყველა ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ყადაღა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომელიც აუქციონზე გაიყიდება, თანხა კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შევა.
,,ისეთი საპროცესი შეთანხმება უნდა შედგეს მხარეებს შორის, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის სქემა, წარდგენილია პროკურატურაში და კიდევ დიდი სიამოვნებით გავივლით ამ საკითხს. თუკი, სანამ სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ეს იქნება შესაძლებელი, არ დაველოდებით ახალ გადაწყვეტილებას და დიდი სიამოვნებით მოვაწერთ ხელს საპროცესო შეთანხმებას. გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ. ეს არ უშლის ხელს საპროცესო შეთანხმებას.
განაჩენით ყადაღა მოეხსნა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც იყო გირაოთი დატვირთული 250 ათასი ლარის სანაცვლოდ. ეს არის ბევრად უფრო ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი. ის გაიყიდება აუქციონზე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. სხვა არანიარ ქონებას ყადაღა არ მოხსნილა’’, - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


