უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2018 14:05
font-size

ჟურნალისტური გამოძიების გარე შესყიდვაზე გატანა ბადებს ეჭვს - ადამიანის უფლებათა ცენტრი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეჭვობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „გამომძიებელი რეპორტიორის“ გარე შესყიდვებზე გატანა უკავშირდება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაღებულ საგამოძიებო ფილმს „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტს, კერძოდ - 3.2 პუნქტს, რომლის თანახმად, ჟურნალისტური გამოძიება „გამომძიებელი რეპორტიორი“ გადის გარე შესყიდვაზე და ამის საფუძვლად მითითებულია, რომ არ უნდა ხდებოდეს ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ზემოთაღნიშნული პრიორიტეტების ცვლილებას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე გახმაურებული მოვლენების შესახებ გადაღებული საგამოძიებო ფილმი „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, რომლის ეთერში გასვლას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა. ამასთან, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უარყოფითად შეაფასა ფილმი, ეთერში მისი გაშვების საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუციების ჩარევა დაასახელა და პარალელურად, ეთერში გაშვებამდე, თავად მიაწოდა სახელმწიფო ინსტიტუციებს ფილმის შიდასამუშაო, დაუსრულებელი ვერსია.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტის შემუშავებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის მენეჯმენტს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფისთვის არ წარუდგენია „გამომძიებელი რეპორტიორის“ მუშაობის ანალიზი, სადაც უნდა ასახულიყო გადაცემის რეიტინგი, ე.წ. უკუშედეგი, გამოხმაურებები, კონკრეტული შედეგები, თუ რა მიღწევები ჰქონდა ჯგუფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„გამომძიებელი რეპორტიორი“ წლების განმავლობაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა. 2017 წელს ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ამ გადაცემას ჰქონდა რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჯგუფი დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორისო პრიზით, მათ შორის: 2015 წელს - ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; 2016 წელს - ჯიპა-ფრიდმანის კონკურსის გამარჯვებული; 2015 წელს - ციხის საერთაშორისო რეფორმის კონკურსის გამარჯვებული; 2017 წელს - ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული კონკურსის „საუკეთესო სატელევიზიო გადაცემა მომხმარებელთა უფლებებზე“ გამარჯვებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში როცა არსებობს ასეთი წარმატებული პროექტი, რომელიც მაღალრეიტინგულ პროდუქტს აწარმოებს, ჟურნალისტური გამოძიების გარე შესყიდვაზე გატანა ბადებს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, იყოს გამომძიებელი ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს „გამომძიებელ რეპორტიორს“, როგორც თავისუფალ, ობიექტურ მედიაპროდუქტს და მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ შეზღუდოს ჟურნალისტური გამოძიების საქმიანობა და უზრუნველყოს „გამომძიებელი რეპორტიორისთვის“ დამოუკიდებელი სამუშაო გარემოს შექმნა, რათა შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც თავისუფალი მედიის განმახორციელებელი ინსტიტუტი, ვალდებულია, დაიცვას როგორც მედიის, ასევე საზოგადოების ინტერესი. ამდენად, აუცილებელია, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სფეროში იყოს უზრუნველყოფილი ჟურნალისტური გამოძიების თავისუფლად ფუნქციონირება, რათა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეუფერხებლად გააგრძელონ საზოგადოებისათვის ობიექტური, სრულყოფილი, მიუკერძოებელი პროდუქტის მიწოდება“, - აცხადაებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი