პოლიტიკა
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი იწყება
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი დღეს დაიწყება. არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარე მწვავედ დააყენებს ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს.
ასევე, ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ პრობლემებზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.
შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი. ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე.
ასევე, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.
ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი 3 აპრილს დასრულდება.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


