პოლიტიკა
ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება - ოთარ სირაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის ინფორმაციით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება.
როგორც ოთარ სირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება.
„ეს არის კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და „ქართული ოცნების“ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება. შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „ინტერ რაოსთან“, „ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხწლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ, კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას“, - განაცხადა სირაძემ.
მისივე თქმით, გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა.
„კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს კორუფციის ნიშნებს.
იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ შაჰ დენიზის კონსორციუმმა შარშან გამოყო 500მლნ მ3 გაზი დამატებით, საიდანაც საჭიროების არარსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე. მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ - რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად. კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან, გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები“, - განაცხადა სირაძემ,
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


