უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

ივანიშვილს, ქუმსიშვილს და ყველას, ვინც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ

ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. სარჩელი ლონდონის სასამართლოში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა შეიტანა. მანამდე კი ზაზა ოქუაშვილი ბოლო პერიოდის ხმაურიან თემებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

საგამოძიებო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ირაკლი ჩუბინიშვილსაც ელოდებიან. გამოკითხვაზე ასევე უნდა მივიდნენ "ომეგა ჯგუფში" შემავალი სამი კომპანიის დირექტორები. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას ხვალ აპირებენ. გამოძიების მნიშვნელობასა და მოლოდინებზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

"გამოძიების პროცესში თუკი საჭიროდ ჩაითვლება, ნებისმიერი ადამიანი იქნება დაკითხული რათა დადგინდეს სიმართლე. თქვენც შეგიძლიათ ეხ​ლა ამ ინტერვიუში დაასახელოთ ვინმეს გვარი, ვინც არ გაწყობთ, ან ნიკა გვარამიას არ აწყობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ უნდა აიღოს დ ამისი დაკითხვა დაიწყოს,"-აცხადებს გია ვოლსკი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას ლონდონში, სადაც მას სავარაუდოდ, დაკითხვაზე დაიბარებენ.

"არ დასჯის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი, რომელიც დღეს გენპროკურორად მუშაობს, ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ამავე დროს, მას როგორც ვიცი, აუცილებლად დაუძახებენ ლონდონის სასამართლოში, სადაც შეიტანეს სარჩელი "ომეგას" დამფუძნებლებმა, მაგრამ შესაძლებელია მანამდე აქ ხელისუფლება იქნება შეცვლილი და მოუწევს უკვე ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა,"-აცხადებს ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი კი განმარტავს, რომ ხელისუფლების გუაზრებელი შედეგები დააზარალებს მის იმიჯს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"ქართულმა ოცნებამ" მოგვიტანა ვითარება, როდესაც საქართველოს სასამართლოს ადამინები არ ენდობიან და ისინი იძულებული არიან სამართალი ეძებონ ქვეყნის გარეთ.

წყარო: რუსთავი2

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი