პოლიტიკა
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, ხოლო მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული.
„მიუხედავად თვითკრიტიკულობისა, ის საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული. ის ამბობდა, რომ გუნდი უშვებდა შეცდომებს. ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ მართავს, ვიღაცას ხელს მოაჭრის თუ რაღაც გააკეთა და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. თუ ის ყველაფრის შემოქმედია, მაშინ როგორ ახერხებდა ეს გუნდი, რაღაცა გაეფუჭებინა და ივანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. ამიტომ უნდა იმოქმედოს, კი არ უნდა ილაპარაკოს. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებაც არ აქვს. ის გარკვეულწილად არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანია, რომელიც მან მმართველ გუნდს „თავს მოახვია“.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ მის დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. ეს არაა ის საკითხი, რაზეც შეიძლება გუნდისკენ გაიშვიროს ხელი. გარკვეულწილად მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება თავზე იყო მოხვეული „ქართული ოცნებისთვის“. აქ არ აქვს ის კომფორტი, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ხელი დაიბანოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


