პოლიტიკა
ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი ძარცვასა და ტყუილებზე საკუთარი ქონებით - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანას ივანიშვილი მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით და ანგრევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ეკონომიკას.
აღნიშნულის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მისი პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერ-მინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელს, მისი მმართველობის ბოლო პერიოდში, ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა კი გაზრდილია და ის 30 მილიარდზე მეტია, ,,ბანკების სუფთა მოგება გაიზარდა 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე“ - აცხადებს სააკაშვილი.
„გამიხარდებოდა ეს რომ მომხდარიყო ხალხის გამდიდრების ფონზე, მაგრამ ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს ციფრი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი.
2012 წლის შემდეგ ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილია. ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები, ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს საქართველოში აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ბანკები ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებენ ფულს.
,,ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა. დამშეულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წამლის ფული, სამაგიეროდ აქვთ ბანკის ვალი და ეს დადებული აქვთ მევახშეების მხრიდან. ცალკე საკითხია, როგორ მოითბო თქვენს გაჭირვებაზე ხელი თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა. 2012 წელს მისი ბანკის საერთო კაპიტალი შეადგენდა 400 მილიონ ლარს, ახლა კი 2 მილიარდი ლარია და ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ თავი უკდება, არამედ ყველა დაავალდებულა, სახელმწიფო უწყებების რომ ანგარიშები გადაიტანონ მის ქართუ ბანკში„ -განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საპენსიო რეფორმა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა იწყებს, არის მორიგი აფიორა იმისათვის, რომ ფული გადავიდესბანკების ჯიბეში.
,,ამ ჯგუფმა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხელში იგდო საქართველოს საბანკო სექტორის 90 პროცენტი, აკონტროლებს საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ ნახევარს, ოჯახების ბიუჯეტს და შემოსავლებს. მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის ივანიშვილის საკუთრება და ისინი ვალებში ამოგვხდიან სულს, თუ ამის საშუალება მივეცით. ესაა მათი მიზანი“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშია.
„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ - ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების. ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით, ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე და ტყუილებზე და მან უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქონებით,“ - ამბობს სააკაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


