კომენტარი
ივანიშვილმა მკაცრად დატუკსა „ოცნება“ იმის გამო, რომ მან საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთა 1 ლარად გადასაცემ ტერიტორიაზე - ხათუნა სამნიძე
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის შეფასებით, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დატუკსა იმის გამო, რომ მათ საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთეს საინვესტიციო კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემული ტერიტორიის შესახებ.
ამის შესახებ სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე მოსასმენია, როდეასც პრემიერი ოპოზიციაზე საუბრისას საკუთარ რიტორიკას სცდება.
„პრემიერის რიტორიკამ დაადასტურა სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია პრემიერის განცხადება. როგორც ჩანს, მკაცრად დაიტუკსა „ოცნება“ იმის გამო, რომ მან საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთა 1 ლარად გადასაცემ ტერიტორიაზე ვერც ერთ ეთერში, მათ შორის საკრებულოში და ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა უმაღლესი თანამდებობის პირებისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთება. ეს არის ერთის მხრივ, ადამიანური ტრაგედია, როდესაც პრემიერი საერთოდ სცდება საკუთარ რიტორიკას და გადადის ისეთ ტერმინებზე, როგორიც მოვისმინეთ ოპოზიციაზე, და მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართულია იმაში, რომ „გააპრავონ“ 1 ლარად თბილისის ცენტრში, ქონების გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული საინვესტიციო კომპანიისთვის“,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ - დღეს, პრემიერ-მინისტრმა სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლისა და საკითხზე ოპოზიციის რეაგირებას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“.
უშუალოდ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას კი, პრემიერმა განაცხადა, რომ „ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები“
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


