პოლიტიკა
ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი
ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის „ლელო“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
„არ შევალ იმ სპეკულაციაში, რა პირდაპირი სამართლებრივი კავშირი შეიძლება დახატოს „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილია, ფარსია. შესაბამისად, რასაც დახატავს და რაც მათ ნაღრძობ ტვინებში მოვა, შეიძლება, ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს. პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმება ჰქვია, კომიკური გახდა საზოგადოების თვალში. კომიკური გახდა ამ ბოროტი დიქტატურის დამყარების ყველა ის მცდელობა, რომელიც ივანიშვილს აქამდე ჰქონდა გამიზნული. რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა. ჩემი აზრით, იმ პიარული ფიასკოს ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ განიცადა. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ მიიღო. საზოგადოებამ ეს აბსურდი, მარაზმი სერიოზულად არ მიიღო, რადგან არასერიოზულია. ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


