საზოგადოება
`ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ” - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
"ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ” - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან "ოცნების" ახალ საკანონდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „გრანტების კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, „ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი აზრი ბოლომდე ჩაახშონ“.
„ეს კანონი ალბათ, ყველაზე მეტ დისკრეციულ უფლებას აძლევს სახელმწიფოს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უცხოეთში ჰყავს ოჯახის წევრი და ის ფულს გამოუგზავნის, გახდეს სახელმწიფოსგან დევნის მსხვერპლი. ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის ფიზიკურ პირზე, გახდება საბაბი, რომ სახელმწიფომ შენს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა“,- აღნიშნა დათა ქაშიაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან უამრავი ადამიანია შეკრებილი. პარლამნეტის შენობის ყველა შესასველელს კი პოლიციელები აკონტროლებენ.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


