უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას - დავით ბაქრაძე

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“ “, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ივანიშვილსაც კი რამდენჯერმე მოუწია იმის აღიარება, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს.

„ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, მის კანდიდატს. ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხედვა, რომ თურმე, ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას იმიტომ, რომ ჟურნალისტები სხვანაირად აწვდიან ინფორმაციას. ჩვენ რომ ერთი დღე ტელევიზორი სახლში გამოვრთოთ, თურმე დოლარი გახდება ორ ლარზე ნაკლები, გავიგონებთ აგუგუნებული ქარხნების ხმას, სახლში დავინახავთ გავსებულ მაცივარს. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ეს ეხება ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომელიც ივანიშვილისგან სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს ელოდებოდა. ექვსი წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას.

ჯადოსნური ოთხი წლის შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთ ჯადოსნურ ერთ წელს ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ ოთხ წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება ოპონენტების გაჩუმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი