პოლიტიკა
ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს - ირაკლი ფავლენიშვილი
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება და ჭორი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი უხერგავს საქართველოს გზას ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდაც და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. თუ ვინმეს ჰგონია და ასეთი შეთქმულების თეორიის ტყვეობაშია, რომ ევროპაში ჩადიხარ და წლების განმავლობაში ერთ საკითხზე მუშაობ, ამ დროს კი სულ სხვა რამეს ამბობ საჯაროდ, ასეთი რამ არ ხდება. მაშინ ევროპაზე აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს. შეუძლებელია საჯაროდ ერთი პოზიციონირება გქონდეს და კულისებში სხვა. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს, არამედ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს მხარს უბამენ. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ ეს არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილის ბანდის წევრებს შეხებოდა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი განმარტებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.
„ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება და ჭორი, რომელიც იქითა მხარეს არის. აქეთა მხარეს არის კონკრეტული ფაქტები, როგორ ვმუშაობთ დასავლელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეს ყველაფერი არ შეეხოს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


