პოლიტიკა
ივანიშვილი რჩება რეალურად შიშველი და ანაბარა ერთი კობახიძესი - სალომე ზურაბიშვილი
გადაადგილებებით, ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო და სანდო ალბათ და მისი საყრდენი და რჩება რეალურად შიშველი და ანაბარა ერთი კობახიძესი,- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომალაურის და "ოცნების" მაღალჩინოსნების თანამდებობების დატოვებების სერიებს.
„ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ [არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს დამახასიათებელია სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით.
მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი - ირაკლი კობახიძესი, რაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.
ამავე დროს, ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან ყველა პარტნიორობა იკარგება, ესეც ნათელია. თუნდაც წერილები, გზავნილები ამერიკის საელჩოსთან, ადმინისტრაციასთან გაცვლა, იმის მაჩვენებელია, რომ დალაგებების იმედები სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ, ჩვენს თავში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


