პოლიტიკა
ივანიშვილი ლენინის დაბადების დღეზე აპირებს საბჭოთა, ერთპარტიული კონსტიტუციის აღდგენას - კახა კუკავა
დღეს თბილისის პარლამენტთან მოძრაობა - „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პარტიის ინტერესებს ემსახურება.
„ამ შენობაში [თბილისის პარტლამენტში] ზვიად გამსახურდიამ შეაჩერა საბჭოთა ლენინური კონსტიტუციის მოქმედება და დღეს, ლენინის დაბადების დღეზე, ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა კენჭისყრა და გეგმავს საბჭოთა, ერთპარტიული კონსტიტუციის აღდგენას. ესაა, პრაქტიკულად, საქართველოში დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფოს გაუქმების მცდელობა“, - განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 4-თვიან მუშაობას ასრულებს. გაერთიანებულ სხდომაზე ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამის შემდეგ განახლებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ერთი თვის განმავლობაში გაიმართება საყოველთაო სახალხო განხილვები.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია. სხდომა დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.
სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


