უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 იანვარი, 2026 13:24
font-size

ივანიშვილი ყველაფერს იმსახურებს რუსეთთან შეკვრისთვის და ქართული სახელმწიფოს დანგრევისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის საბოლოო ფორმალურ დაკარგვას არ იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ნებდება და იბრძვის - მიხეილ სააკაშვილი

სანამ ქოცებს ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, „დიფსთეითის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ტრამპმა“ დაატყვევა და ამერიკის ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა და კოლეგა დიქტატორი მადურო, (ისეთივე არალეგიტიმური, როგორც თქვენი მმართველობა და ასევე მე-14 წელი ხელისუფლებაში მყოფი) რითაც დაუბრუნა თავისუფლება ვენესუელას, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„აი ასე იცის ამერიკის კანონიერი მოთხოვნების დაცინვამ და ურჩობამ, არადა თქვენც გაქვთ წაყენებული ამერიკისგან გამოგზავნილ წერილში მთავარი მოთხოვნა - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თქვენი ორღობის დიქტატორი ჯერ Credit Suisse-ს ფულის დაბრუნების საკითხს აწვება და ტრამპს კარის ფილოსოფოსის პირით უთვლის მუქარებს.

ხოდა კიდევ ერთი ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის - მადურო, როგორც ირკვევა, ასე უცებ იმიტომ აღმოაჩინეს, რომ თავისიანებმა ჩააბარეს. ხოდა ახლა გადავხედოთ ივანიშვილის „თავისიანებს“. კობახიძემ და მისმა კოლეგებმა იციან, რომ ბატონი აპირებს ოჯახური დიქტატურის გაფორმებას და პრემიერად ცოტნეს დასმას, ისიც კარგად იციან თუ რა მოუვიდა მათ წინამორბედებს და ისიც რომ ივანიშვილის ასაკში ადამიანი უკვე არ იცვლება და ერთი და იგივეს გამეორება სჩვევია.

ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ივანიშვილი კი აძლევს ყოველთვიურ კონვერტს ორი ათასამდე საჯარო მოხელეს, მოსამართლეებს, სპეცრაზმელებს და საპატრიარქოს, მაგრამ მთავრობის წევრებს ივანიშვილის გარეშე ბევრად მეტი ფულის გაკეთება შეეძლებათ და არც ყოველდღიურ შიშში მოუხდებათ ცხოვრება. ხოლო ინსტიტუციურად პოლიციაც, სუსიც, სპეცრაზმიც და პრინციპში პროკურატურაც კობახიძის და მისი ჯგუფის ხელშია და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ივანიშვილის სახით, მომეტებული საფრთხის წყაროს განეიტრალება და მოშორება. თან ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ბრიყვულად სჯერა, რომ მისი საყვარელი პატრონი ძალიან მალე უკან უხმობს, მათ სენტიმენტები არ აწუხებთ. თანაც თუ ადრე ივანიშვილისთვის მთავრობა ხალხის ბრაზის მეხამრიდი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა, კობახიძე არ უყვართ, მაგრამ ივანიშვილი უფრო ეზიზღებათ და მას სარეზერვო კადრებიც აღარ დარჩა ცოტნეს გარდა.

ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ივანიშვილმა შექმნა თავისი არსით რუსული რეჟიმი, რომელიც იჭერს როგორც რუსები, „კანონებს“ წერს როგორც რუსეთში, მთელ ცივილიზებულ სამყაროს გადაეკიდა როგორც ეს მოსკოვიდან მოსთხოვეს. აგერ კრემლის დაუძინებელი მტერიც მე-5 წელია ვყავარ ტყვეობაში და მაინც ჰოი საოცრებაც და კრემლი არ მალავს ივანიშვილით უკმაყოფილებას.

პუტინი თვლის, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს ბორიას 2 მილიარდი მიაშავა არჩევნებზე, პროპაგანდისტულად მუდმივ დახმარებას უწევს, ჯერ ჩემს გარემოცვაში აგენტი ჩანერგა და შემდეგ ივანიშვილს მიაწოდა ჩემი საქართველოში ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ივანიშვილმა მაინც გადააგდო და არ შეასრულა მთავარი დაპირება - აფხაზეთის და ოსეთის აღიარება, რაც გააფორმებდა პუტინის 2008 წელს გამარჯვებად.

ივანიშვილმა რაღაც "телодвижения" კი გააკეთა, წულუკიანის კომისიის სახით, ოსებთან ბოდიშის მოხდის დაანონსებით, მაგრამ იცის რომ ტერიტორიების აღიარება ბოლო წვეთი იქნება ქართველი ხალხის მოთმინების ფიალაში და ამიტომ ვერ ბედავს. უფრო მეტიც მას შემდეგ რაც რუსებს დაუნიშნა ძალოვნები ფარცხალაძის, ლილუაშვილის და გახარიას სახით, ახლა პირველადაა, რომ არცერთი ძალოვანი მოსკოვს არ შეუთანხმა, იმ შიშით რომ მოსკოვმა თუ ის ძალიან გაუბრაზდა თავის კრეატურას ბორიას სახით, ისინი არ გამოიყენონ ივანიშვილის ასაყირავებლად.

სწორედ ამიტომაა, რომ რუსები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას არსებული სტატუს-კვოთი, იმიტომ რომ მათ საქართველო ივანიშვილისთვის კი არ უჩუქნიათ, არამედ არა 80%-ით როგორც ახლა, არამედ 100%-ით თავის მფლობელობაში სურთ. ასე რომ არც ის არის გამორიცხული, რომ ФСБ-მ ამჯერად კობახიძის ჯგუფი წაახალისოს ივანიშვილის გასაწევად, საქართველოს უფრო მყარად ჩაბარების გარანტიების სანაცვლოდ.

ივანიშვილი ყველაფერს იმსახურებს რუსეთთან შეკვრისთვის და ქართული სახელმწიფოს დანგრევისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის საბოლოო ფორმალურ დაკარგვას არ იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ნებდება და იბრძვის.

და იმის შესახებ თუ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ დავწერ შემდეგ დღეებში,“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი