პოლიტიკა
ივანიშვილი იყენებს ბრძოლის იარაღად პროკურატურას - თინათინ ბოკუჩავა ვანო მერაბიშვილის საქმეზე
პროკურატურის განცხადებას, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პროკურატურამ ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე შეაჩერა მოკვლევა ამ საქმეზე.
„ის, რომ სტრასბურგმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სადაც დაადასტურა, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა იყო და შესაბამისად, დაადასტურა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტულად ეხებოდა ვანო მერაბიშვილს, მაგრამ ცხადია, რომ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში პროკურატურა მოქმედებდა ზოგადად პოლიტიკური ინტერესებიდან და არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. ის, რომ სტრასბურგის ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილების საპასუხოდ პროკურატურა გამოძიებას წყვეტს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროკურატურას ივანიშვილი იყენებს მხოლოდ და მხოლოდ, როგორც საკუთარი ბრძოლის იარაღს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით, საქმის მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


