პოლიტიკა
ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალ კვლევას. მისი მტკიცებით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე შემოდგომაზე დასრულდება.
ექს-პრეზიდენტის ინფორმაციით, ივანიშვილი დიდ პროვოკაციას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ.
„მიუხედავად ოლიგარქის ყველა ხრიკისა, ამერიკელების კვლევებში ოპოზიციამ, რომლის ძირითადი ბირთვია ჩემი პარტია, გადაუსწრო „ოცნებას“. ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე.
ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რომ მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო. ამას ის მალაპარაკებს, რომ გამოკითხვებში პრაქტიკულად, ყველა ჩემ მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა პოპულარობას, მიწასთანაა გასწორებული. გარდა ამისა, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით,მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 27% ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 7%- „ევროპულ საქართველოს“.
ასევე გამოკითხულთა 5% ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“, 2%- „ახალ საქართველოს“, 1%-1% - „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „გირჩს“.
კვლევის მონაწილეთა 19%-მა განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ხოლო 14%-მა კი არ იცოდა, ვის დაუჭერდა მხარს.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთაგამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


