სამართალი
ივანე მერაბიშვილს ადვოკატები აღარ დაიცავენ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი საქართველოს საერთო სასამართლოებს უნდობლობას უცხადებს.
მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მას ადვოკატები აღარ დაიცავენ.
შესაბამისი განცხადება მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ საქმის პროცესზე გააკეთა.
როგორც გიორგი ჩივიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება საწყის ეტაპზე საერთოდ არ ჩაატარა“.
„ხოლო შემდგომ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა დანაშაულის არარსებობის ფაქტი. სტრასბურგმა კი, მიიჩნია, რომ მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანით ხელისუფლება მისგან ითხოვდა სხვა მიზნებს - ჟვანიას საქმეზე ჩვენებას, მიხეილ სააკაშვილის ე.წ ანგარიშებთან დაკავშირებით ინფორმაციას. მერაბიშვილი ამ მოცემულობიდან გამომდინარე უნდობლობას უცხადებს საქართველოს საერთო სასამართლოებს“,-განმარტა ადვოკატმა.
ბრალდების მხარისთვის კი გაუგებარია, რა კავშირი აქვს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას „იმედის“ საქმესთან.
როგორც ჯარჯი წიკლაურმა საპასუხო სიტყავში აღნიშნა, „არასწორ ინტეპრეტირებას უკეთებენ ამ გადაწყვეტილებას“.
„ჩვენი პროცესი საჯაროდ შუქდება და შესაბამისად ჩვენც გვინდა, ბრალდების მხარემ დააფიქსიროს ამ ნაწილში საკუთარი პოზიცია. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემხთვევაში, ჩვენს საქმეზე, ბრალდებული ივანე მერაბიშვილის მიმართ არ ყოფილა პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დევნა. მის მიმართ შეფარდებული დაკავება, მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა შესაბამისი იყო კონვეციის მეხუთე მუხლთან“,-განმარტა წიკლაურმა.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. უახლოეს პერიოდში კი, ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ და ამის შემდეგ გაგრძელდება „იმედის“ საქმის განხილვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


