სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვალერი ცერცვაძის განცხადება ცნობად მიიღო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, განიხილეს და ცნობად მიიღეს.
როგორც მედიას იუსტიციის საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ განუცხადა, ცერცვაძის განცხადება პირველი შემთხვევაა, როდესაც საჯარო მოხელე პირად ინტერესს გვერდზე დებს.
„ცნობილია მისი გადადგომის საფუძველი და ისიც ცნობილია, რა მიზეზების გამო მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, პირველი შემთხვევაა, როდესაც საჯარო მოხელე გვერდზე დებს პირად ინტერესებს“, - განაცხადა საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭომ, დღეს შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაასახელოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობიდან გადადგა.
მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოში განიხილება ორი საქმე „აიპლუსისა“ და „აიტექნიკის“, რომლებთანაც მას არანირი შემხებლობა არ აქვს, თუმცა მას საწინააღმდეგოში ადანაშულებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება",- ნათქვამია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


