უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 მაისი, 2017 15:15
font-size

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს 12 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უყარეს კენჭი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში არსებული ხუთივე ვაკანსია შეივსო. ადმინისტრაციულ პალატაში სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე, მარიამ ცისკაძე, და თეა ძიმისტარაშვილი. უვადო მოსამართლედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში 5 ვაკანსიიდან ოთხი შეივსო. სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში შვიდი ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ადგილი შეივსო. მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი სამწლიანი ვადით დაინიშნენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის ეტაპამდე 24-მა მოსამართლემ ვერ მიაღწა. ესენი არიან: ბარამიძე ია, ბერიძე ლელა, გიორგაშვილი სანდრო, გოჩელაშვილი ლალი, ზვიადაძე ნათელა, თოფჩიშვილი რევაზი, ილიაშვილი თამაზი, ტყვარჩეიშვილი ნანა, კობახიძე ქეთევანი, ლიპარტელიანი ლარისა, მამულია რომანი, ოთარაშვილი ლია, პერანიძე როინი, ჟორჟოლიანი დურმიშხანი, სურმანიძე ზურაბი, ქარქაშაძე ლადო, ღიბრაძე დავითი, ჭანიშვილი ნანა, ცეცხლაძე ნარგიზი, ჭანტურია ავთანდილი, ხაბელაშილი ნინო, ჯავახიშვილო მაია, ჯანელიძე ირმა და ჯვარშეიშვილი მაია.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი