სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ევა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ევა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.
ევა გოცირიძის ინიციატივის თანახმად, კრიტიკა დასაშვებია, თუმცა არა შეურაცხყოფა.
მისი განმარტებით, განცხადების ტექსტში დართულია მოსამართლეების მისამართით გაკეთებული ბოლოდროინდელი გამონათქვამები, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან. გოცირიძის შეფასებით, განცხადებები ხშირად ცდებოდა გამოხატვის თავისულებას.
"ჩვენ ეს განცხადებები დავაჯგუფეთ გარკვეული კატეგორიების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად მიუღებელი ეპითეტების გამოყენებას მოსამართლეების მიმართ, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გაღვივებასთან, მათდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობასთან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების დაშინებასთან, მათ შორის სამსახურის დაკარგვის მოთხოვნასთან დაკავშირებით ისევე როგორც იყო შემთხვევები საჯარო განცხადებებისა სასამართლოს გადაწყვეტიოლებებისადმი დაუმორჩილებლობის თაობაზე", - განაცხადა ევა გოცირიძემ იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განმარტება გააკეთა იმ ზღვართან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეთა კორპუსის შეურაცხყოფასა და კრიტიკაზე გადის.
"მე მიმაჩნია, რომ როდესაც მოსამართლეზე იტყვი, რომ ის ვთქვათ, განხილვისას იყო მიკერძოებული, მისი გადაწყვეტილება არის კანონთან შეუსაბამო და დაუსაბუთებელი- ეს არის კრიტიკა და რა თქმა უნდა დასაშვებია. განსაკუთრებით მხარე, რომელიც წააგებს სასამართლო პროცესს მას აბსოლუტურად სრული უფლება აქვს, რომ ეს განაცხადოს. მაგრამ, როდესაც მოსამართლეზე იძახი, რომ ის არის მონა - ეს არის შეუარცხმყოფელი", აცხადებს მურუსიძე.
განცხადების ტექსტს, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, იუსტიციის საბჭო სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


