კომენტარი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და თავმჯდომარემ ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა გააუმჯობესონ - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე თავმჯდომარისთვის.
როგორც თეა წულუკიანმა მედიას საკითხის კომნეტირებისას განუცხადა, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ეხება არა მთავრობას, არამედ მართლმსაჯულებას.
„მე, როგორც ამ პროცესის გარე დამკვირვებელი, ვფიქრობ, მომავალში, აუცილებელი იქნება, თავმჯდომარემ და წევრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არა მხოლოდ გააუმჯობესონ, არამედ, ჩემი მოკრძალებული აზრით, კომუნიკაციასა და შიდა დიალოგს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, რათა მომავალში არ იყოს ამგვარი შემთხვევები.
რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს, ეს რა თქმა უნდა, არ ეხება მთავრობას, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებას, რომელმაც შიგნით უნდა იქონიოს ჯანსაღი პროცესები იმისთვის, რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მიუკერძოებელი კადრები“, -განმარტა მინისტრმა.
9 ნოემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას მოაწერა ხელი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


