პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი - ვახტანგ მჭედლიშვილი კრიტიკას პასუხობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის კვოტით დანიშნული წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი გამოეხმაურა საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კრიტიკას მის მიმართ.
მჭედლიშვილის განმარტებით, არც ის და არც ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოება არ აფასებს იუსტიციის საბჭოს წევრების საქმიანობას დადებითად.
„ეს ის მოსამართლე წევრები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოსამართლეებად და მათ საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა არც "ქართული ოცნება", ნეგატიურად აფასებს მათ საქმიანობას დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიარებს მათ საქმიანობას შეცდომად. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება. ჩემთვის მთავარი იყო მე მქონოდა ჩემი მოსაზრებები და თუნდაც მარტო დარჩენილს ეს მოსაზრებები აქტიურად დამეცვა და მებრძოლა განსხვავებული აზრისთვის. ყველაზე ობიექტური და კარგი შემფასებელი გვყავს საზოგადოება“, -თქვა მჭედლიშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ საბჭოში რთული სამუშაო პროცესი იყო , ხოლო მისი მხრიდან ძალიან ბევრი პოზიტიური ინიციატივა გაჟღერებული.
მჭედლიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


