სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება.
“ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო ბატონი ვახტანგის პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულება იმ სირთულეების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომელიც აბრკოლებს საქართველოში მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებას.
აქვე, ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალბატონი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართული და გამჭვირვალე საქმიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მათ შორის, არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებელი და კომპეტენტური პოზიცია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა და სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა კომპეტენტურ ინსტიტუციებთან“, - აცხადებს დავით ასათიანი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


