უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2018 16:15
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება.

,,ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო ბატონი ვახტანგის პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულება იმ სირთულეების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომელიც აბრკოლებს საქართველოში მართლმსაჯულების ეფექტიან ადმინისტრირებას.

აქვე, ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალბატონი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართული და გამჭვირვალე საქმიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მათ შორის, არამოსამართლე წევრთა დამოუკიდებელი და კომპეტენტური პოზიცია, რათა მართლმსაჯულების სისტემამ მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა და სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა კომპეტენტურ ინსტიტუციებთან“, - აცხადებს დავით ასათიანი.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი