სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საბჭოს სხდომების დახურვას ითხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომების დახურვის მოთხოვნა დააყენა.
მეთოფიშვილი ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობოების დასწრების პირობებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაში ხელი ეშლება და სხდომები რეალითი შოუებს დაემსგავსა, სადაც იმით არიან დაკავებული, ვინ უფრო მახვილად უპასუხებს.
„ეს არაჯანსაღი ატმოსფეროა, მე ამას დავასაბუთებ. ადრეც, თუ გახსოვთ ვთქვი, რომ გამოვიტან ამას და ვიმსჯელოთ ამაზე. უზარმაზარი საკითხებია და პრობლემები გვაქვს და ამით ვართ დაკავებული - ვინ უფრო მახვილად უპასუხებს. გამჭვირვალობამ მოიტანა, რომ სამუშაო რეჟიმი გადავიდა რეალითი შოუში“- განაცხადა მეთოფიშვილმა.
მეთოფიშვილის წინადადება საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, სხდომების დახურვა საბჭოსადმი ნდობას შეამცირებს.
„ეს მიგვიყვანს ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებამდე. საზოგადოებიდან საბჭო იქნება აბსოლუტურად იზოლირებული. საზოგადოება და მედია ვერ გაიგებს იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო. შესაბამისად, როდესაც სასამართლო სისტემის მთავარი ორგანო მიისწრაფვის იქითკენ, რომ საბჭოს სხდომები იყოს დახურული და საზოგადოებას ჩვენ არ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ, ეს ბუნებრივია შეამცირებს ნდობას ჩვენდამი და გააჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვებს საბჭოსადმი“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომების დახურვის მოთხოვნა უკვე მეორედ დააყენა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


