სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს.
უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
საბჭოს შენობასთან არასამათავრობო ორგანიზაციების წევრები არიან შეკრებილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების პროტესტს იწვევს ის, რომ საბჭო დაჩქარებული წესით ცდილობს მოსამართლის არჩევას.
მათი ვარაუდით, ყოველივე ეს უკავშირდება იმას, რომ რამდენიმე დღეში, საბჭოს შვიდ წევრს ეწურება მუშაობის ვადა, ამიტომ, საბჭოს სურს მოსამართლეებად საკუთარი კანდიდატები დანიშნოს.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ სხდომას საეჭვოდ დაემთხვა, სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარის გადადგომა.
„ამ სხდომას ძალიან საეჭვიდ დაემთხვა რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა საკუთარი გადაწყვეტილებით. მას შეეძლო გაცილებით ადრე მიეღო ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამან ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში“,-განაცხადა ვერძეულმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარეს ეკა გიგაურს კი მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მიუთითებენ სისტემაში არსებულ დიდ პრობლემებზე.
„მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ეს მიუთითებს ძალიან დიდ პრობლემაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ცდილობს, რომ პროცესი უფრო დემოკრატიულად წარმართოს და სასამართლოში შემოიყვანოს ღირსეული მოსამართლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტიურად ვტრიალებთ ერთ წრეზე და ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა საზოგადოებაში არ არის“,-აღნიშნა გიგაურმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


