უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ივნისი, 2017 15:00
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ცდილობს თვისობრივად შეცვალოს და გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა - კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის”

კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმიანება სასამართლოს სიტემაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებები, მის მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოსამართლეთა გამწესებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის თაობაზე, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მოქმედებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არ ცდილობს თვისობრივად შეცვალოს და გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა.

,,საზოგადოებისთვის მკაფიოდ ჩანს, რომ პროცესები სასამართლოს სისტემაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მოსამართლეების დანიშვნასა და დაწინაურებსათან დაკავშირებით, სავარაუდოდ, არაფორმალური გარიგებების საფუძველზე იღებს. ის ფაქტი რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სასამართლოს სისტემაში ტოვებს ყველაზე ოდიოზურ და პრობლემატურ მოსამართლეებს კიდევ ერთხელ მიუთითებს სისტემის გაუმართაობაზე, პოლიტიკური ნების არარსებობასა და საზოგადოებრივი აზრის სრულ იგნორირებაზე. ცალსახად ჩანს, რომ ხდება მოსამართლეთა ერთი კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება და სისტემაში დომინირება, რაც ამყარებს კლანური პრინციპით სასამართლოს მართვის ბერკეტებს და მნიშვნელოვან რისკებს აჩენს სასამართლოს სიტემაში კორუფციული გარიგებების კუთხით. აღნიშნული მოსამართლეთა ჯგუფი, როგორც ჩანს, საყრდენს მმართველ პარტიაში პოულობს. ამას ადასტურებს მოსამართლეთა კონკრეტულ ჯგუფზე მორგებული კანონმდებლობა, რომელიც მათ გავლენებს სისტემაში კიდევ უფრო აძლიერებს. კოალიცია მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში კიდევ უფრო მცირდება საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლებისადმი.

შექმნილ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების შერჩევა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება გაუმჭვირვალე პროცესისა და კლანური გარიგებების შედეგად მოხდება, ეს უდიდეს საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს სიტემის შემდგომ რეფორმირებასა და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე. კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, სადაც არ არსებობს არაფორმალური გავლენები და გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ქმედითი ნაბიჯები გადადგას უმოკლეს ვადებში რეალური რეფორმის განსახორციელებლად’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia

სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
საზოგადოება და ბანკები - Society and Banks საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
კავშირი საფარი - Union Safari

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის- World Experience for Georgia

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი