პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელია
საქართველოს პარლამებტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამრთლე წევრის, ანა დოლიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩუგოშვილის შეფასებით, დაპირისპირება საბჭოში მხოლოდ უარყოფითად აისახება მართლმსაჯულების სისტემაზე.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მართლმსაჯულების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ზოგადად, მგონია, რომ თვითონ სისტემისთვის არის დამაზიანებელი ეს დაპირისპირება, რომელიც გარეთაც კარგად ჩანს და ზედაპირზეა. ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები დამატებით მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს და ამიტომ, მე თავს შევიკავებდი იმის გარჩევაში შევიდე, რა ხდება შიგნით. ერთადერთი ვისურვებდი, საბჭომ მოახერხოს და ერთიანობა იპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, თუნდაც გარკვეული კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება“, -თქვა ჩუგოშვილმა.
გუშინ უვადო მოსამართლეობის მსურველმა რამდენიმე კანდიდატმა გასაუბრებიდან ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. მიზეზად მათ დაასახელეს საბჭოს არამოსამართლე წევრის 6 თებერვლის განცხადება, რომლის მიხედვით, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


