სამართალი
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ყოფილი თანამშრომლების, ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენისა და 3 წლისა და 8 თვის განაცდურის სრული ანაზღაურების შესახებ.
საია მიმართავს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ორივე გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინონ.
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2017 წელს.
თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდნენ. ისინი 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ჯერ საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი სააპელაციოში იჩივლეს. სუბელიანისა და ახობაძის მტკიცებით, მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო მას შემდეგ, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის საჯარო პოსტით სოციალურ ქსელში.
ორივე გათავისუფლებულის ინტერესებს საია იცავდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


