სამართალი
იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა ახალი სია გამოაქვეყნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა ახალი სია გამოაქვეყნა.
68 კანდიდატიდან 5-ს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საბუთების მიღებისა და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ წარმატებული კანდიდატები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში.
გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.
ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.
აღსანიშნავია, რომ მსურველთა შორის არიან საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელი, დავით ჯანდიერი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


